logo_geo
10 ინფორმაცია, რაც მწვანე ბარათის შევსებამდე უნდა იცოდეთ
- +

30 სექტემბერი. 2018. 01:19

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე „მწვანე ბარათის“ შევსების მსურველებისთვის ინფორმაციას ავრცელებს.

 

საელჩოს განცხადებაში 10 საყურადღებო ინფორმაციაა ჩამოთვლილი:

 

„1. რეგისტრაცია იწყება 3 ოქტომბერს 20:00 საათზე;

  1. რეგისტრაცია მთავრდება 6 ნოემბერს, 21:00 საათზე;
  2. რეგისტრაცია უფასოა;
  3. უნდა დარეგისტრირდეთ მხოლოდ ამ გვერდზე: www.dvlottery.state.gov;
  4. ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს, ვინაიდან დიდია თაღლითობის რისკი;
  5. რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;
  6. სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2019 წლის 7 მაისიდან გვერდზე: www.dvlottery.state.gov;
  7. თუ სხვა ნებისმიერი გზით მიიღებთ მოგების შესახებ შეტყობინებას, ეს იქნება თაღლითობა და არ ენდოთ;
  8. თქვენი მოგების შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რაიმე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა ავიამგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა;
  9. შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ოფიციალურ წარმომადგენლობას. აშშ-ის საელჩოსა და საკონსულოს US Embassy Tbilisi, Georgia”, – წერია საელჩოს ინფორმაციაში.

 

ცნობისთვის, აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც აშშ-ის „მწვანე ბარათის“ მიღების წესი რთულდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი