logo_geo
გია ხუხაშვილი: იქნებ „ნაციონალური მოძრაობამ“ „მიშას მოწმეები“ დაირქვას
- +

12 იანვარი. 2017. 19:17


 

„იქნებ „ნაციონალური მოძრაობა"  დარეგისტრირდეს, როგორც რელიგიური ორგანიზაცია, რადგან იქ მარტო მრევლი და მესია დარჩა და დაირქვან „მიშას მოწმეები", - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიის წევრების წასვლის შეფასებისას განაცხადა. როგორც ხუხაშვილმა აღნიშნა, ამ გაყოფით პარტიისთვის ბევრი რამ იცვლება.


„გაყოფა მოხდა ძალიან უცნაური პრინციპით. ერთ მხარეს დარჩა მთელი პოლიტიკური ელიტა, თავისი საპარლამენტო ელიტის ჩათვლით, ანუ ძირითადი მოტორი, რომელმაც პოლიტიკური პროცესი უნდა წარმართოს და მეორე მხარეს დარჩა არაფორმალური ლიდერი და მისი მრევლი. მე ასეთი წინადადებაც მქონდა დღეს, რომ იქნებ ხელმეორე რეგისტრაცია გაიაროს "ნაციონალურმა მოძრაობამ", დარეგისტრირდეს როგორც რელიგიური ორგანიზაცია, რადგან იქ მარტო მრევლი და მესია დარჩა და დაირქვან "მიშას მოწმეები". იქ პოლიტიკოსები, ვინც პოლიტიკური მენეჯმენტი უნდა განახორციელონ, პრაქტიკულად აღარ არიან. შესაბამისად, მათი პოლიტიკური პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანია", - განაცხადა ხუხაშვილმა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი