logo_geo
ნიუ იორკში დათო მაღრაძის ახალი კრებულის „ნაფეხურები წყალზე“ ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
- +

2 ოქტომბერი. 2018. 21:31

 

 

წამყვანი ამერიკული გამომცემლობა ”Rare Bird Books“ ცნობილი ქართველი პოეტის, საქართველოს ეროვნული ჰიმნის ავტორის, დავით მაღრაძის, შემოქმედებით დაინტერესდა. ამ მიზნით მაისში საქართველოში ჩამოვიდნენ გამომცემლობის პრეზიდენტი ტაისონ კორნელი და აღმასრულებელი რედაქტორი გაი ინტოჩი. დათო მაღრაძემ და ამერიკელმა გამომცემლებმა შესაბამის მემორანდუმს ხელი წინანდლის მამულში საზეიმოდ მოაწერეს. შეთანხმების საფუძველზე სწორედ გამომცემლობა “Rare Bird Books” იზრუნებს ამერიკის ტერიტორიაზე წიგნის პოპულარიზაციაზე და გაყიდვებზე. პროექტის მხარდამჭერია წინანდლის ფონდი და კომპანია სილქნეტი.

 

პროექტის ფარგლებში 24 სექტემბერს ნიუ-იორკში, წიგნის მაღაზიაში Strand Bookstore (DELETED)-ის ისტორიულ შენობაში, გაიმართა დათო მაღრაძის წიგნის „ნაფეხურები წყალზე“ ინგლისურენოვანი გამოცემის პრეზენტაცია. საღამოს უძღვებოდა ცნობილი ლიტერატურის კრიტიკოსი, „ფორბსის“ ჟურნალისტი და მწერალი, თომ თეიხოლცი. სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აშშ-ში საქართველოს ელჩი და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები და ხელოვნების მოყვარულები. “წინანდლის ფონდი მოხარულია, რომ დათო მაღრაძის წიგნი მოხვდა ნიუ იორკის ამ უძველეს წიგნების მაღაზიაში, სტრენდში. ის ფაქტი, რომ ამერიკელმა გამომცემელმა ამ პროექტში $100 000 ჩადო, მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის. სიმბოლურია, რომ ამერიკელ გამომცემელთან პირველი მემორანდუმის გაფორმება წინანდლის მამულში მოხდა, პირველი პრეზენტაცია კი – სტრენდში. წინანდალი აგრძელებს თავის ისტორიულ ფუნქციას და არის ქართული კულტურის ფანჯარა ამერიკაში. დათო მაღრაძის წიგნი ამერიკის 50-ვე შტატში იმოგზაურებს. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი კიდევ ბევრ ქართველ ხელოვანს გაუხსნის გზას ამერიკისკენ, გააცნობს ამერიკელ მკითხველს საქართველოს კულტურას და ქართველი მწერლების შემოქმედებას. “ განაცხადა გიორგი რამიშვილმა, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ. ჩრდილოეთ ამერიკაში წიგნის გავრცელებას ერთ–ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Publishers Group West უზრუნველჰყოფს. „Rare Bird Books”, რომელმაც კრებული გამოსცა, თანამშრომლობს გამორჩეულ ავტორებთან და ხელს უწყობს მათი ლიტერატურის თანამედროვე ბაზარზე პოპულარიზაციას.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი