მომავალი წლიდან თბილისის ქუჩებში ელექტროავრობუსები იმოძრავებს. 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 90 ელექტროავტობუსის შეძენაზე 65 მილიონი ლარი დაიხარჯება. თანხას აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს.
ახალი 90 ავტობუსიდან 30-ის სიგრძე 8 მეტრი იქნება, ხოლო 60-ის - 10 მეტრი. ჯერჯერობით ახალი ელექტროავტობუსების შეძენაზე თბილისის მერიას ტენდერი არ გამოუცხადებია. შესაბამისად, ავტობუსების სხვა ტექნიკური მახასიათებლები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქალაქს 560 ერთეული ავტობუსი ემსახურება.