logo_geo
The Grand Tour-ი ახალ გადაცემას სტალინის შესახებ იღებს
- +

3 ოქტომბერი. 2018. 21:09

 

 

The Grand Tour-ის წამყვანის ჯერემი კლარკსონის საქართველოში ვიზიტის მიზეზი ცნობილია. პოპულარული საავტომობილო შოუს ახალ სეზონს საქართველოში იღებენ. თემა - დიქტატორებია. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა კადრები, რომელზეც ჩანს, რომ კლარკსონი საქართველოში თავისი Bentley-ით გადაადგილდება, რომლის ძარაზეც სტალინის თაბაშირის თავია დამაგრებული.

 

ვიდეო გადაცემის Instagram-ზეც აიტვირთა. გადაღებები ბათუმთან ახლოს მიმდინარეობდა. წამყვანებს თან ახლდნენ პოლიციელებიც.

 

ჯერემი კლარკსონი თანაწამყვანებთან ერთად სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთანაც ჩავიდა.

 

მან გორში, სტალინის სახლ-მუზუმი მოინახულა და თანაწამყვანებთან ერთად დიქტატორის ქანდაკებასთან ფოტოც გადაიღო.

 

მანამდე The Grand Tour-ის გუნდი ჩინეთში იყო, სადაც ეპიზოდს მაო ძედუნის შესახებ იღებდნენ.

 

Top Gear-ი პირველად ეკრანზე 1977 წელს გამოჩნდა და 2002 წელს ის ჯერემი კლარკსონმა და ენდი უილმანმა აღადგინეს. გადაცემა ავტომობილებს ეძღვნება, სადაც განიხილავენ მანქანების მახასიათებლებს და აჯიბრებენ კონკურენტულ ბრენდებს.

 

ამჟამად კლარსონის გადაცემა ახალი ფორმატით გამოდის და მას The Grand Tour ჰქვია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი