logo_geo
სირიაში პანკისის ხეობიდან წასული ერთ-ერთი ოჯახი დაიღუპა
- +

4 ოქტომბერი. 2018. 15:12

 

სირიაში პანკისის ხეობიდან წასული კიდევ ერთი ოჯახი დაიღუპა.

 

დაბომბვის შედეგად ცოლ-ქმრის და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ იყო დადასტურებული.

 

34 წლის აღაზა ბორჩაშვილის, მისი მეუღლის 35 წლის კახა ტოხოსაშვილის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის დაღუპვის გამო, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანსა და ჯოყოლოში დაღუპულების ოჯახები სამძიმარს დილიდან იღებენ.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით ოთხი წლის წინ წავიდა. კახა ტოხოსაშვილი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი