-
+
5 ოქტომბერი. 2018. 03:03
თბილისის მერია „თბილისობა 2018“-ზე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
„თბილისობა 2018" 6-7 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის გასართობი და კულტურული ღონისძიება დედაქალაქის რამდენიმე უბანშია დაგეგმილი.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, შემეცნებითი აქტივობები, გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო სამეურნეო ბაზრობები.
6 ოქტომბერი
რიყის პარკი: გასტრონომიული ფესტივალი - 12:00 - 20:00
- ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00 - 20:00
- საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00 – 19:00
- ცოცხალი მუსიკა -14:00 - 18:00
- რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00 – 18:00
ლეღვთახევი
- მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00 – 17:00
- საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00 – 17:00
- ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00-17:00
- პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00 – 17:00
- პროექტი „გვიდირიჟორე“ - 15:00 -17:00 ცოცხალი მუსიკა - ბენდი killages -18:00 – 19:00
- გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 20:00 - 21:00
დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები
- ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება
- ტურნირები ნარდში
- მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;
- აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;
- შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
- ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;
- ბოჩა (შშმ პირებისთვის)
- ტურნირი მინი გოლფში
- შეჯიბრი მკლავჭიდში
- მაგიდის ჩოგბურთი
- ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა
ევროპის მოედანი
მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ - პრემიერა - 20:00
7 ოქტომბერი
რიყის პარკი: გასტრონომიული ფესტივალი - 12:00 - 20:00
- ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00 -20:00
- საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00 – 19:00
- საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ - 14:00-15:00
- ცოცხალი მუსიკა -14:00 18:00
- რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00 – 18:00
ბარათაშვილის ქუჩა
კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გახსნა და ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი - 14:00
ლეღვთახევი
- მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00 – 17:00
- საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა - 13:00 – 17:00
- ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00 -17:00
- პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00 – 17:00
- ცოცხალი მუსიკა - დაუვიწყარი კონცერტი - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“ - 16:00 – 18:00
- ყველაზე მოთხოვნადი პროექტი „გვიდირიჟორე“ - 19:00 - 21:00
- გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 21:00 – 22:00
დედაენის ბაღი - 12:00 – 18:00 - სპორტული და გასართობი ღონისძიებები
- ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება
- ტურნირები ნარდში
- მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;
- აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;
- შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
- ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;
- ბოჩა (შშმ პირებისთვის)
- ტურნირი მინი გოლფში
- შეჯიბრი მკლავჭიდში
- მაგიდის ჩოგბურთი
- ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა
- კარატე - საჩვენებელი თამაშები
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანი
საპატიო თბილისელის დაჯილდოება და გალა კონცერტი - „ჩემო თბილის ქალაქო“ – რევაზ ლაღიძე - 19:30.