logo_geo
ბიძინა ივანიშვილი ელისო კილაძეს: თქვენ ხართ სიცრუის ეტალონი და სიცრუის გამავრცელებელი
- +

5 ოქტომბერი. 2018. 14:06

 

 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ფარული კადრების გავრცელება ელისო კილაძის მონაწილეობით მოხდა.

 

როგორც ივანიშვილმა ბეჭდვითი და ონლაინ-მედიასაშუალებების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, ჟურნალისტი ელისო კილაძე არის „სიცრუის ეტალონი" და „სიცრუის გამავრცელებელი".

 

„ეჭვი მაქვს, რომ თქვენი მონაწილეობით გაკეთდა ეს ყველაფერი. როგორც ვიცი, თქვენთან გავრცელდა ეს კადრები. ელისო კილაძისთვის სიცრუე არის ეტალონი. სიცრუის ეტალონი ხართ და სიცრუის გამავრცელებელი", - მიმართა ივანიშვილმა კილაძეს, რაზეც ჟურნალისტმა განაცხადა, რომ ის აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე იმყოფებოდა პროკურატურაში და იმედი გამოთქვა, რომ საქმის გამოძიება დროზე დასრულდება.

 

 

 

big_banner
არქივი