logo_geo
ლალი ბადურაშვილი: ემიგრაციაში დაბადებულებს საქართველოს სიყვარული გამძაფრებული აქვთ, ამიტომ ვუჭერ მხარს სალომე ზურაბიშვილს!
- +

5 ოქტომბერი. 2018. 21:09

 

 

„ვინც ემიგრაციაშია დაბადებული და გაზრდილი იმათ გამძაფრებული აქვთ საქართველოს სიყვარული ათჯერ მეტად ვიდრე ჩვენ და აი ამიტომ ვუჭერ მხარს სწორედ მას“, - განაცხადა მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა რუსთაველის თეატრში, სადაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ხვდება.

 

„ქალი ვარ და სოლიდარობას ქალს ვუცხადებ. ათას სისულელეს ლაპარაკობენ ქალბატონ სალომეზე, რომელიც, სადაც იყო ყველგან არაჩვეულებრივი იყო და იცით რა მინდა გითხრათ, ჩვენ ხომ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა აქ დაბადებულებს, გაზრდილებს, ვინც ემიგრაციაშია დაბადებული და გაზრდილი იმათ მეტად გამძაფრებული აქვთ სიყვარული საქართველოსი ათჯერ მეტად ვიდრე ჩვენ და აი, ამიტომ ვუჭერ მას სწორედ მხარს", - აღნიშნა ბადურაშვილმა.

 

რაც შეეხება, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ შავ პიარს, როგორც ლალი ბადურაშვილმა განმარტა, აღნიშნული კამპანია ჯანსაღი კრიტიკის საზღვრებს სცდება.

 

„მესმის, რომ როცა წინასაარჩევნო კამპანიაა არსებობს მოწინააღმდეგეც, მაგრამ ზღვარს გადასვლა ეს აღარც კრიტიკაა და არც არაფერი არაა. გამოვალ და რასაც მინდა ვილაპარაკებ შენზე დაუსჯელობის სინდრომია. მაგათ ხომ მერე მუხრუჭი არა აქვთ. ყველაფერს იტყვიან მოგიგონებენ, არ შერცხვებათ, დაგაბრალებ, რომ შენ მე ვარ და ასეთ ხალხთან რა უნდა ილაპარაკო, ყველაფერს მიღმა არიან გაცდენილები ჩემი აზრით „ნაციონალები", ეს რაღაცა არ ვიცი, ღვთის რისხვა კიდია საქართველოს. ზღვარი ხომ არსებობს არა? რასაც მინდა ვილაპრაკებ, ასე არ ხდება, სექტა მკვლელების", - განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი