logo_geo
თბილისში, „დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს
- +

6 ოქტომბერი. 2018. 13:07

 

თბილისში, „დრიმ თაუნის“ საცხოვრებელ კომპლექსში დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, შემთხვევა სავარაუდოდ იმას უკავშირდება, რომ დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთ მცხოვრებს ავტომანქანის კონკრეტულ ადგილას დაყენების საშუალება არ მისცა.

 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს 4 ჭრილობა აქვს მიყენებული და მათგან ორი მსუბუქია, ხოლო ორზე სამედიცინო ჩარევა გახდა საჭირო. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე ბინაზეა გაწერილი.

 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 120-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. მათივე ცნობით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი