logo_geo
აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
- +

6 ოქტომბერი. 2018. 16:28

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს უფროსის კობა ჯოხაძის განცხადებით, აგლაძის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მისივე თქმით, დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი იწვოდა.

 

„აგლაძის 118 ნომერში ხანძარი გაუჩნდა მეტალოპლასტმასისა და რკინის საამქროს. ადგილზე მობილიზებული იყო 6 სახანძრო და 1 სამაშველო ბრიგადა. დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი იწვოდა. ხანძრის გავრცელების საშიშროება იყო, მაგრამ დროულად მოხდა ხანძრის ლოკალიზება. დაშავებული არავინ არის. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს საგამოძიებო სამსახური დაადგენს“, - განაცხადა ჯოხაძემ.

 

 

 

 

big_banner
არქივი