logo_geo
გიორგი ქობულია: ქართველი მწარმოებლების ხარისხიანი პროდუქცია გვაძლევს დამატებით სტიმულს მათ დასახმარებლად
- +

6 ოქტომბერი. 2018. 19:30

 

 

„თბილისობის“ სამეწარმეო მარკეტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ეწვია. გამოფენა-გაყიდვაზე მან დაათვალიერა საქართველოში დამზადებული პროდუქციის მრავალი სახეობა, მათ შორის, სურსათი, სუვენირები, ღვინო, ჩაი და სხვადასხვა აქსესუარი. მარკეტის მონაწილეთა ნაწილი სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები იყვნენ.

 

გიორგი ქობულიას განცხადებით, გამოფენა-გაყიდვა კარგი მაგალითია, რომ საქართველოში მცირე და საშუალო კომპანიებს შეუძლიათ, რეალურად საინტერესო და ხარისხიანი პროდუქცია აწარმოოს.

 

„ეს ჩვენ გვაძლევს სტიმულს, მეტად დავეხმაროთ არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მივცეთ საშუალება, გავიდნენ სხვადასხვა ბაზრებზე, მათ შორის, ექსპორტზეც, ასევე ვასწავლოთ მათ საწარმოების ფინანსური მართვა, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ და მეტად წარმატებული გახდნენ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი