logo_geo
გურჯაანში მაია კახიძის შემოქმედებითი საღამო და ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
- +

6 ოქტომბერი. 2018. 23:26

 

 

კახეთის შუაგულში, გურჯაანის სამუზეუმო, საბიბლიოთეკო სივრცეში, მერიის კულტურისა და განათლების განყოფილების მხარდაჭერით მწერალ მაია კახიძის შემოქმედებითი საღამო და ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

 

„ძალიან ბედნიერი ვიყავი და მთელი გულით მიხაროდა მათთან გატარებული ყოველი წუთი. გურჯაანის ბიბლიოთეკას ჩემი მეგობრების საავტორო წიგნებიც გადავეცი.

 

დიდი, გულიანი მადლობა ხვიჩა ყალაბეგაშვილს, ნუგზარ ჭიაბერაშვილს, რაულ ჩილაჩავას, რომლებმაც უყოყმანოდ გადმომცეს ახალი წიგნები გურჯაანის ბიბლიოთეკისათვის.

 

ასევე ჩავიტანე ჩემი საკუთარი წიგნებიც, საჩუქრად გადავეცი ბიბლიოთეკას და, რა თქმა უნდა, მასპინძლებს.

 

უღრმესი მადლობა მასპინძლობისთვის ქალბატონებს: თამარ ფურცელაძეს, ხათუნა ბუზალაძეს და სალომე ბოგვერაძეს.

 

განსაკუთრებული მადლობა ჩემს მეგობრებს: ჯუბა ღებელს, მამუკა პავლიაშვილს და ზაზა ალექსიძეს, რომლებმაც მართლა დაამშვენეს დღევანდელი დღე პოეზიით, ერთად ყოფნით და ჩემი მისამართით წარმოთქმული თითოეული თბილი სიტყვით.

 

მე ძალიან, ძალიან მდიდარი ვარ ასეთი მეგობრების გვერდით.

 

ღმერთმა დიდხანს მიმყოფოს მათი თავი.

 

ჩემო ბიჭებო! გაგიმარჯოთ! მეც მუდამ თქვენს გვერდით მიგულეთ.

 

დაბოლოს: მიყვარხარ ჩემო კახეთო!“ - აღნიშნა მაია კახიძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი