logo_geo
ანა ლაშხელი ონიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა: „მე არაფრის მეშინია... დავწერ წიგნს - მე დავამარცხე კიბო“
- +

7 ოქტომბერი. 2018. 22:46

 

 

ყველასათვის საყვარელი მწერალი, ძალიან კარგი და უკეთილესი ადამიანი - ანა ლაშხელი ონიანი 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას კუჭის სიმსივნე დაუდგინეს და მკურნალობის კურსს გადიოდა თურქეთში, სადაც რამდენიმე დღის წინ ქიმიოთერაპიის პირველი კურსი ჩაიტარა. გთავაზობთ ანას უკანასკნელ პოსტს, რომელიც იმედით იყო სავსე.



წაიკითხეთ ანას ცნობილი მოთხრობააკვანი“, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოშიც შევიდა:


„არასოდეს არავინ თქვას არასოდეს...

 

უკვე მჯერა, რომ შეიძლება გაიღვიძო და არსად იყოს ცა, არც მიწა. . . და მით უმეტეს ადრინდელი ცხოვრება. 


20 დღიანი შოკის, ელდის თუ ტანჯვის შემდეგ დღეს დიაგნოზი დამისვეს. არ ვიტყვი რა. იმიტომ რომ არავისგან არაფერს ველოდები, არც სიბრალულს არც თანადგომას. ეს მე უნდა გავაკეთო. დღეიდან მე ვარ მთავარი ჩემი თავისვის, ჩემი ჯანმრთელობისთვის და ჩემი სიცოცხლისთვის. დღეიდან ვიწყებ იმ წიგნის წერას, რომელიც ბევრი ადამიანისთვის სახელმძღვანელო გახდება და გპირდებით, ამ წიგნის პრეზენტაციას მეც დავესწრები. ეს გადამატანინებს რთულ გზას რომელიც წინ მელოდება. მე არაფრის მეშინია. პირიქით, ვიღებ ამ გამოწვევას ცხოვრებისგან, დავუმტკიცებ ყველას რომ ერთი გალეული გოგოს უკან, ძალიან ძლიერი ადამიანი იმალება. მოვრჩი წუწუნს. 
ახლა მადლობების სერია. 


  1. მადლობა ღუდუშაურის შინაგან სნეულებათა მთელს განყოფილებას. ექიმებს, მედ პერსონალსაც კი, ამდენი სითბოსთვის და ყურადღებისთვის. მადლობა უსაყვარლეს
    Tiko Kuchukhidze ს, რომელიც ადამიანობის ეტალონია. ბატონ კახა ვაჭრიძეს, რომელიც სიტყვითაც კურნავს ადამიანებს. #თოდუას მთელ კოლექტივს, რომლებსაც მთელი გულით ვიყავი მინდობილი ეს დღეები. მე დღეს ვიცი რომ საქართველოში გაწირული არ ხარ, რომ ჩვენც გვყავს ნორმალური და ღირსეული ექიმები. მიუხედავად იმისა რომ მეც გერმანიაში ვაპირებ მკურნალობას, ქართველი ექიმების უზომოდ მადლიერი ვარ. ვიცი ბევრი კარგი ადამიანი შემხვდება ამ რთულ გზაზე, ბევრი გამომიწვდის სიკეთის ხელს და დამანახებს ღმერთს. მადლობა უფალს რომ მომცა შანსი ბრძოლის, იმედის. . . 


მადლობა ჩემს ოქროს დაიკოს, რომელმაც შეუძლებელი შეძლო და ჩემთან ერთად გადაიტანა ეს დღეები, რომელიც ჩემთან არის და სულ ჩემს გვერდით იქნება ვიცი. 
მადლობა ყველას ვინც მწერთ და გულწრფელად გაინტერესებთ ჩემ ამბები, ამისთვის მოვიკრიბე ძალა და შემოვედი აქ, რომ თქვენთვის მეთქვა, მე არაფრის მეშინია. ყველაფერი არის და იქნება კარგად. მე დავწერ წიგნს- მე დავამარცხე კიბო" - ნათქვამია მის ბოლო პოსტში.

ანას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი ეხმაურება. მისი ადამიანობის და ნიჭიერების გარდა ადამიანები იმ დიდ ქველმოქმედებასაც იხსენებენ, რაც ანამ სიცოცხლის განმავლობაში გასწია.

 

"სამწუხაროდ აღარ არის ადამიანი, რომელმაც უამრავი პატარა ბავშვის კიბო დაამარცხა, უამრავ გაჭირვებულს დახმარების ხელი გაუწოდა, უამრავ უჭეროს თავშესაფარი გამოუნახა, მუდამ ქველმოქმედებაში იყო, მუდამ... ასწრებდა ალბათ... 2 მცირეწლოვანი შვილის დედა სხვის შვილებზე დარდობდა, რამდენჯერ ყოფილა ბავშვთა სალში გაეთენებინა ღამე. სრულიად უანგაროდ.... ესეთი ადამიანები არ კვდებიან..."

ანას პოსტები, ჩანახატები თუ თხზულებები ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნაცნობი და სულისშემძვრელი იყო. ის ქველმოქმედებით იყო დაკავებული და ბევრ ადამიანს ეხმარებოდა... ვიზიარებთ მისი ოჯახის წევრების და მეგობრების წუხილს.... 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი