logo_geo
აბასთუმნის ობსერვატორიაში NASA-ს ორგანიზებით ჰაკათონი გაიმართება
- +

8 ოქტომბერი. 2018. 01:53

 

 

19-21 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გლობალური 48-საათიანი ჰაკათონი "NASA International Space App Challenge"-ი გაიმართება.

 

ჰაკათონის ფარგლებში შექმნილ საუკეთესო პროექტები საერთაშორისო ჯილდოზე წარდგებიან. შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს: მეცნიერს, დიზაინერს, გამომგონებელს, მშენებელს, კოდერს და ა.შ.

 

NASA International Space App Challenge არის ყველაზე დიდი ჰაკათონი, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე დროს იწყება და დედამიწასა და კოსმოსში არსებული გამოწვევებით დაინტერესებულ ადამიანებს აერთიანებს. 

 

ჰაკათონი საქართველოში თბილისის სტარტაპბიუროს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) ორგანიზებით ტარდება.

 

 

big_banner
არქივი