logo_geo
მეუფე შიო კანაფის კულტივაციაზე: ველოდებით, რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა
- +

9 ოქტომბერი. 2018. 14:25

 

 

პატრიარქის მოსაყდრის, მეუფე შიო მუჯირის განცხადებით, საპატრიარქო ელოდება, რომ მარიხუანას კულტივაციასა და ექსპორტთან დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტიდან გაწვევა მოხდება. ამის შესახებ მეუფე შიომ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, ეკლესიამ საკანონმდებლო ორგანოს კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.

 

„ჩვენ ველოდებით, რომ მოხდება გაწვევა, ვინაიდან ეკლესიამ მოუწოდა“, - განაცხადა მეუფე შიომ.

 

მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა ორი თვით გადაიდო.

 

 

big_banner
არქივი