logo_geo
თამარ გუდავა: მკვიდრდება სტერეოტიპები, რომ არასამთავრობოებისა და კონკრეტული ტელევიზიების კრიტიკაზე ინდულგენციაა
- +

9 ოქტომბერი. 2018. 15:07

 

 

„მედიაც და მესამე სექტორიც უნდა იყვნენ    საზოგადოებრივი და არა  ვიწროპოლიტიკური ინტერესების დამცველები. ამავე დროს,   ხდება   გარკვეული სტერეოტიპების დამკვიდრება, რომ  არასამთავრობოებისა და კონკრეტული ტელევიზიების კრიტიკაზე ინდულგენციაა“, - ამის შესახებ „საჯარო და კერძო ადმინისტრირების კვლევის და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა თამარ გუდავამ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მესამე სექტორი  ყოველთვის რეაგირებს  სხვადასხვა სახის აგრესიულ, ჰომოფობიურ გამონათქვამებზე, რისი მოლოდინი ამჯერადაც იყო.

 

„საზოგადოებაც და ხელისუფლებაც   ელოდა არასამთავრობოების ერთი ნაწილის მწვავე რეაქციას ნიკა გვარამიას აგრესიით სავსე სტატუს-მიმართვაზე, თუმცა ეს არ მოხდა. სწორედ ამას მოჰყვა პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა, რაც შემდეგ, მესამე სექტორის მხრიდან არასამთავრობოების დელეგიტიმაციის მცდელობად შეფასდა. პარლამენტის თავმჯდომარის კრიტიკა კი,  ვფიქრობ, ობიექტურობისკენ და მეტი აქტივობისკენ მოწოდება იყო“,   - განაცხადა გუდავამ.

 

მისი მოსაზრებით, არ უნდა დაირღვეს დემოკრატიის მთავარი პრინციპები, როცა ერთის აზრის გამოხატვით, მეორის უფლება ილახება. მით უფრო, დაუშვებელია საკუთარი ზრდის სიძულვილის ენით გამოხატვა.

 

„როცა საზოგადოება ხედავს, რომ  ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ამა თუ იმ მოვლენის შეფასება  შერჩევით ხდება,  საზოგადოება თავად აკეთებს დასკვნებს. ნდობის მაღალი ხარისხისთვის, მიუკერძოებლობა და ობიექტური შეფასება უმთავრესია და ამას თეორიულ ცოდნასთან ერთად,  პრაქტიკაში განხორცილებას სჭირდება“,  - განაცხადა თამარ გუდავამ.

 

 

big_banner
არქივი