logo_geo
„ვინ გითხრათ, რომ ბავშვს ნეგატიური ემოცია არ უნდა მივცეთ?“ – ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის რჩევები მშობლებს...
- +

10 ოქტომბერი. 2018. 15:08

 

 

 

„წარმატების იმდენი განსხვავებული რეცეპტი შეიძლება დაიწეროს, რამდენიც რედაქტორებს მოუნდებათ, ყველაზე სანდო და უტყუარი კი ჩვენი შინაგანი მოტივაციაა“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ განაცხადა.

 

„თანამედროვე მედია ხშირად აპელირებს წარმატების თემაზე, ვისმენთ უამრავ ვერსიას და რჩევებს, თუ რა არის წარმატება და როგორ უნდა მივაღწიოთ მას.

 

რეალურ ცხოვრებაში კი ერთობ მრავალფეროვანი სურათი გვაქვს, ზოგიერთი ადამიანი დღე და ღამე მუშაობს, მაგრამ მაინც ვერ აღწევს სასურველ შედეგებს, ან პირიქით, ზოგს ბევრად მარტივად გამოსდის, მიიღოს ის, რაც სურს, რომ ჰქონდეს ცხოვრებაში.

 

წარმატების იმდენი განსხვავებული რეცეპტი შეიძლება დაიწეროს, რამდენიც რედაქტორებს მოუნდებათ, ყველაზე სანდო და უტყუარი კი ჩვენი შინაგანი მოტივაციაა, ძალა, რომელიც არ იმართება გარედან, არ საჭიროებს მუდმივ წახალისებას, არ ქრება პირველივე წინაღობისას და საკუთარი თავის რწმენას ანიჭებს ადამიანს“, - განაცხადა ზურაბ მხეიძემ.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი