logo_geo
მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებთათვის პენსია 240 ლარამდე იზრდება
- +

11 ოქტომბერი. 2018. 15:48

 

მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე ადგილებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის პენსია 2019 წლის პირველი იანვარიდან იზრდება.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, შემდეგი წლიდან მათი პენსია 216 ლარის ნაცვლად 240 ლარი იქნება.

 

პენსიის გაზრდა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.

 

დასახლებებში, რომლებიც არ სარგებლობენ მაღალმთიანი სტატუსით, პენსია 200 ლარამდე იზრდება.

 

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 12 729 700 000 ლარით არის განსაზღვრული. ეს ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვარიანტია, რომელიც მთავრობიდან პარლამენტში უკვე შევიდა. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის 170 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

საპენსიო სააგენტო კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 000 000 ლარით დაფინანსდება.

 

 

 

big_banner
არქივი