logo_geo
პირველადი მონაცემებით, საქართველოში 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველია
- +

12 ოქტომბერი. 2018. 17:49

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკოს 3 558 437 პოტენციური ამომრჩევლის სია გადასცა.

 

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ განაცხადა, სიიდან ამოღებულია 8000-მდე გარდაცვლილი პირი.

 

„2014 წლიდან სია არის ბიომეტრიული მონაცემებით აღჭურვილი, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მოქალაქის მონაცემის პარალელურად იგზავნება ბიომეტრიული ფოტოსურათი, რაც უბანზე გამორიცხავს ე.წ. კარუსელს", - განაცხადა გიორგაძემ.

 

მისივე თქმით, დღეისათვის ჯამში 3 000 000-მდე მოქალაქე აღჭურვილია ბიომეტრიული დოკუმენტებით და სიიდან 8 000-მდე გარდაცვლილი პირია ამოღებული.

 

"სწორედ ეს ციფრები არის არგუმენტები, რის საფუძველზეც შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მანძილზე ეს არის ამომრჩეველთა ყველაზე ზუსტი და გამჭვირვალე ერთიანი სია", - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

 

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ სიას დამუშავება სჭირდება და ეს არაა საბოლოო მონაცემები.

 

"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადმოგვეცა არა ამომრჩეველთა სია, არამედ ამომრჩეველთა მონაცემები. ცხადია, ეს მონაცემები საპრეზიდენტო არჩევნების მიზნებისთვის დამუშავდება ცესკოს მიერ. ეს არაა ამომრჩეველთა სიის საბოლოო მონაცემები. საბოლოო მონაცემები მაშინ იქნება ცნობილი, რაც კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა იქნება გათვალისწინებული სიის ფორმირების მიზნებისთვის", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი