24 წლის ქართველი გოგონა საბერძნეთში გარდაცვლილი იპოვნეს. მას 2 თვის შვილი დარჩა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის მოკლულია, ცხედარი კი თავის საცხოვრებელ სახლში ნახეს. იქვე იყო მისი ჩვილი ბავშვიც, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა.