logo_geo
„კიდევ ერთხელ გთხოვთ გვერდში დგომას - ამჯერად „კარიბჭის“ ჟურნალისტისთვის“
- +

15 ოქტომბერი. 2018. 17:17

 

„მეგობრებო, კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ გულისხმიერება და გვერდში დგომა. ამჯერად „კარიბჭის“ ჟურნალისტის - ამირან-ლაზარე სინაურიძისთვის, რომელსაც დიფუზური მსხვილუჯრედული B უჯრედული ლიმფომის დიაგნოზი დაუსვეს და ძალიან ძვირადღირებული მკურნალობა სჭირდება“, - ამის შესახებ ჟურნალ „კარიბჭეს“ რედაქცია წერს.

 

„საუბარია პრეპარატზე მაბტერა რიტუქსიმაბი (1000 მილიგრამიანი), რომლის ერთი ფლაკონი ღირს 3000 ლარი. სულ საჭიროა 6 ფლაკონის გადასხმა თითო თვიანი შუალედით. პირველი გადასხმის ნახევარი დაუფინანსა ქალაქის მერიამ, ახლა კი ეუბნებიან, რომ შემდეგი დაფინანსების მოპოვება მხოლოდ 3 თვის შემდეგ შეუძლია, შეტანილი აქვს რეფერალურ პროგრამაზეც, აქვს დაზღვევაც, მაგრამ ვერცერთი გზით ვერ ხერხდება დაფინანსების მოპოვება ჯერჯერობით. 1 ოქტომბერს უწევს მორიგი გადასხმა და ამ დროისთვის უნდა ჰქონდეს საჭირო პრეპარატი. თუ ვინმეს რაიმე სახით შეგიძლიათ დახმარება, რედაქციის სახელით გთხოვთ, ნუ დარჩებით გულგრილნი.

 

შენდობას გთხოვთ და გმადლობთ, მეგობრებო.

TBC ბანკი, TBCBGE22 საბანკო ანგარიშია: GE21TB7701945063600020

მიმღები ამირან სინაურიძე.

ტელეფონი: 571 31 95 15.

 

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი ლაზარე“, - ნათქვამია „კარიბჭეს“ სტატიაში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი