logo_geo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ბატონი კახის მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა მაქვს...
- +

13 იანვარი. 2017. 22:31


 

 

„ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ, აუცილებლად დავუჭერ მხარს, ბატონი კახის მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა მაქვს და ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია ჩვენს გუნდში", - ამ სიტყვებით უპასუხა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს ალექსანდრე ჯეჯელავა კახა კალაძის კანდიდატურას, თუ მას თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერის პოსტზე წარადგენენ?

 

ჯეჯელავა ასევე იმედოვნებს, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც იქნება სანიმუშო და საამაყო".


„სტრატეგიას რაც შეეხება, სანიმუშო არჩევნები ჩავატარეთ სიწყნარის, გახსნილობის, დემოკრატიულობის თვალსაზრისით და ჩვენ შევეცდებით, რომ შემდგომი არჩევნები კიდევ უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იყოს ამ მიმართულებიოთ. საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს გასული არჩევნების გამორჩეულობა და იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც იქნება სანიმუშო და საამაყო", - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.


 

big_banner
არქივი