logo_geo
პანკისში ტყის მცველებმა წითელ ნუსხაში შეტანილი არჩვი მოკლეს
- +

15 ოქტომბერი. 2018. 21:21

 

 

პანკისის ხეობაში, ხადორის ჰიდროელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მცველებმა, გადაშენების პირას მყოფი არჩვი მოკლეს. ბრაკონიერობის ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს. ოთხი ბრაკონიერიდან სამი ტყის მცველია, მეოთხე კი ერთ-ერთი რეინჯერის შვილია. ერთ-ერთმა ბრაკონიერმა გაქცევა მოახერხა.

 

ბრაკონიერობაში მხილებულმა ტყის მცველებმა სააგენტო „რეგინფოსთან“ საუბარში განმარტეს, რომ არჩვი ერთ-ერთის შვილმა მოკლა, რის შესახებაც როცა გაიგეს, რეაგირებას აპირებდნენ.

 

პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით კი, ბრაკონიერებს არჩვი გატყავებული გადაჰქონდათ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი თანამდებობის პირისთვის საჩუქრად გადასაცემად.

 

გარემოსდაცვითი ზედახმედველობის სამსახურის განმარტებით, საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და რეაგირებისთვის პოლიციას გადაეცემა.

 

ბრაკონიერობაში მხილებული ტყის მცველებისთვის ეროვნულ სატყეო სააგენტოს სამსახურებრივი უფლებამოსილება ჯერ არ შეუჩერებია.

 

არჩვის ისტორიული არეალი მოიცავდა დიდ კავკასიონს, აგრეთვე ლიხის, მესხეთისა და აჭარის მთებს. დღეისათვის გარდა დიდი კავკასიონისა, მცირე რაოდენობით შემორჩენილია ბორჯომსა და აჭარაში. ინტენსიური ნადირობის შედეგად არჩვის პოპულაციის რიცხოვნობა ძლიერ შემცირდა. საქართველოს წითელ ნუსხაში (წითელი წიგნი) შეყვანილია EN / საფრთხეში მყოფის სტატუსით. ერთი არჩვის მოკვლისთვის კანონმდებლობით ზიანი 6 ათას ლარად არის შეფასებული.

 

ეს ტყის მცველების, რეინჯერებისა და თანამდებობის პირების მხრიდან ბრაკონიერობის პირველი შემთხვევა არ არის.

 

 

წყარო radioway.ge

 

 

big_banner
არქივი