logo_geo
ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრმა ამერიკულ-შვეიცარიული კომპანია „ნოვარტისთან“ ერთად მასშტაბური პროექტი დაიწყო
- +

16 ოქტომბერი. 2018. 11:02

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრსა  და ამერიკულ-შვეიცარიული კომპანია „ნოვარტისს“  შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, მიმდინარე წლის 20-21 აპრილს დაიწყო სასწავლო ტრენინგ-კურსი, რომლის მიზანი აღმოსავლეთ ევროპის, ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აზიის ქვეყნებიდან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის გულის უკმარისობის დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანამედროვე მეთოდების სწავლება გახლავთ.

 

სასწავლო კურსი მოიცავს ლექციებს, რომელიც ტარდება აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბაზაზე,  ამავე ცენტრის წამყვანი სპეციალისტების მიერ.

 

პირველი კურსის ჩატარდა ქართველო კარდიოლოგებისთვის.

 

 

მეორე კურსი კი, რომელიც 11-12  ოქტომბერს ჩატარდა,  დაკომპლექტდა მონღოლი, უზბეკი და სომეხი კარდიოლოგებით. მსმენელთა აბსოლუტური უმრავლესობა დიდად კმაყოფილი დარჩა. მათ ხაზის გაუსვეს  სასწავლო კურსის  როგორც შინაარსობრივ მხარეს, ასევე ორგანიზაციულს.

 

უცვლელად გთავაზობთ რამდენიმე მათგანის შეფასებას:

 

დინა ნოპოლსკაია, უზბეკეთი. კლინიკა „De Factum“: „ცოტათი მშურს თქვენი, მინდა მსგავსი კლინიკა ჩვენთანაც იყოს, უღრმესი მადლობა კომპანია „ნოვარტისს“ და „ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს“.

 

 

ანხვაურ ლუნდენდორაი, მონღოლეთი, ულან-ბაგორის კლინიკა №1: მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ გულის უკმარისობის მკურნალობის შესახებ. რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მომხსენებლებს, განსაკუთრებით კი, პროფესორ ვახტანგ ჭუმბურიძეს, მოხარული ვიქნები, თუ კიდე შევხვდებით“.

 

 

P.S. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგის ცენტრი გადაიქცა მსხვილ საგანმანათლებლო დაწესებულებად, სადაც მიმდინარეობს პოსტდიპლომური მომზადება სხვადასხვა სამედიცინო სპეციალობებში, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ექიმებისთვის.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი