logo_geo
აკრძალულ ადგილებზე გაკრული გრიგოლ ვაშაძის პლაკატები მერიამ ჩამორეცხა
- +

17 ოქტომბერი. 2018. 23:48

 

 

თბილისის მერის დავალებით კომპანია „თბილსერვის ჯგუფმა” დედაქალაქის რამდენიმე წერტილში, უკანონოდ გაკრული საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა და მორეცხა. როგორც კახი კალაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიაა, მასში მონაწილე პირებმა ქალაქის იერსახე არ უნდა დაამახინჯონ და კანონით დადგენილ ადგილებში მოხდეს სარეკლამო პლაკატების გაკვრა.

 

„მესმის, რომ არის არჩევნები, მაგრამ  ქალაქი ხომ გვიყვარს, ხომ შეგვტკივა გული? ხომ არ უნდა გამოვიდეთ მარტო ჩვენი ვიწროპარტიული ინტერესებიდან. გამოყოფილია სპეციალური ადგილები, სადაც მათ აქვთ უფლება, რომ განათავსონ საარჩევნო პლაკატები და არა ისეთ ადგილებზე, რომელიც ძვირფასი და მნიშვნელოვანია და ამახინჯებენ ამ რაღაც სულელური პლაკატებით” – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

big_banner
არქივი