logo_geo
გოგა ხაინდრავა: „კაგებეს“ მაიორ გრიგოლ ვაშაძეს არანაირი შანსი არ აქვს, საქართველოს პრეზიდენტი გახდეს
- +

18 ოქტომბერი. 2018. 15:09

 

„კაგებეს“ მაიორ გრიგოლ ვაშაძეს არანაირი შანსი არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

როგორც გოგა ხაინდრავამ აღნიშნა, ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია არეულობით საქართველოსა და უკრაინაში, არის რუსეთი და  ჰყავს კიდეც ამისთვის მიხეილ სააკაშვილი.

 

„კაგებეს“ მაიორ გრიგოლ ვაშაძეს არანაირი შანსი არ აქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გახდეს და ეს თავადაც კარგად იცის და იმ ადამიანებმაც, ვინც ცდილობენ ამის განხორციელებას. ეს არ გამოვა. ერთადერთი ბაკქანალია, რისი მოწმეც ყველანი ვართ, არის შიდა აშლილობა საქართველოში, რაც პირდაპირ ემსახურება კრემლის ინტერესებს. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია არეულობით საქართველოსა და უკრაინაში, არის რუსეთი. ორივე შემთხვევაში ეს სააკაშვილის ხელით კეთდება. იქ ჰყავს თავისი მხარდამჭერები, ვინც ამას აკეთებენ რუსული ფულით, აქ ჰყავს ვაშაძე, ვინც ამას აკეთებს. რუსული ფულით რომ იკვებება სააკაშვილი, ეს უნდა იცოდეთ. პირდაპირ იყო ინფორმაცია, რომ რუსული ფული აფინანსებს მას. რისი კონსულტანტი შეიძლება იყოს სააკაშვილი, მისი კონსულტაცია ის ბოდვაა, რასაც ვისმენთ. ეს შხამი, ეს უმსგავსობა, ეს უზნეობა ფარული ჩანაწერების, მიყურადების, ორმოების გათხრის, ადამიანების გასვრის ყოველდღიურად მოედინება“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატ  დავით ბაქრაძეს, გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ „ბაქრაძეს სახლმმართველადაც კი არავინ აირჩევს, არათუ პრეზიდენტად”.

 

 

 

 

big_banner
არქივი