logo_geo
მოგზაურობისთვის ყველაზე იაფი ევროპული ქვეყნები დასახელდა
- +

21 ოქტომბერი. 2018. 00:57

 

მოგზაურობის მოყვარულ ადამიანებს სხვადასხვა ქვეყნების ტურისტული ზონების შესახებ ინფორმაციის გარდა, აინტერესებთ, რომელი ქვეყნებია სამოგზაუროდ ყველაზე დაბალბიუჯეტიანი.

 

Oktravel.ge-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსმა“ სამ ევროპული ქვეყნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მსურველებს შეუძლიათ დაბალი ბიუჯეტით იმოგზაუროთ.

 

საბერძნეთში საკურორტე ზონები ბევრია და მოგზაურობის მსურველებსაც ფართო არჩევანი აქვთ. რაც მთავარია, ამ ქვეყანაში დასვენება მცირე ბიუჯეტითაც შესაძლებელია, რადგან ამჟამად, საბერძნეთის ტურის ღირებულება 1 ადამიანისთვის 450 ლარიდან იწყება.

 

ჩეხეთი - „ლუდის სახელმწიფო“, - ასე მოიხსენიებენ ხშირად ჩეხეთს ლუდისა და მოგზაურობის მოყვარული ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც ყოფილან იქ. კერძოდ, ამ ქვეყანაში მოგზაურობა მსურველებს 650 ლარიდან შეუძლიათ.

 

უნგრეთი – კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ევროპული ქვეყანა სამოგზაუროდ არის უნგრეთი. უფრო კონკრეტულად კი მისი დედაქალაქი ბუდაპეშტი, რომელიც მოგზაურთა ერთ-ერთი ფავორიტი ქალაქია და ყოველ წელს უფრო მეტ ადამიანს იზიდავს. იქ მოგზაურობა დაახლოებით, 800-900 ლარიდან არის შესაძლებელი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი