logo_geo
24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა, 25 ოქტომბერს კი, ძლიერი ქარია მოსალოდნელი
- +

22 ოქტომბერი. 2018. 17:31

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 ოქტომბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

 

25 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს რაიონებში იწვიმებს, ზოგან ძლიერად, გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.

 

რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსების ინფორმაციით, თბილისში 22 და 24 ოქტომბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, 23 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ოქტომბერს ხანმოკლე წვიმა და დღის მეორე ნახევრიდან ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +23, +25 გრადუსი იქნება.

 

 

 

 

big_banner
არქივი