logo_geo
დანების ე.წ. დახლებზე გაყიდვა იზღუდება და მისი რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება
- +

23 ოქტომბერი. 2018. 12:47

 

 

დანების რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, დანების ე.წ. დახლებზე გაყიდვა შეიზღუდება. გარკვეული კატეგორიის დანები ლიცენზიით და მხოლოდ მაღაზიებში გაიყიდება.

 

ამასთან, დანების ლიცენზირება სპეციალური კრიტერიუმებით მოხდება, რომელიც დარგის სპეციალისტებთან და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად შემუშავდა. კანონპროექტში გაწერილია სპეციალური ზომები და პარამეტრები, რომელიც განსაზღვრავს, რომელი კატეგორიის დანების რეალიზაცია დაექვემდებარება ლიცენზირებას.

 

კანონპროექტს შსს მთავრობის სხდომაზე სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში წარადგენს, რის შემდეგაც უკვე მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

 

დანების რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მომზადებული აქვს კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, დანების ე.წ. დახლებზე გაყიდვა შეიზღუდება. გარკვეული კატეგორიის დანები ლიცენზიით და მხოლოდ მაღაზიებში გაიყიდება.

 

ამასთან, დანების ლიცენზირება სპეციალური კრიტერიუმებით მოხდება, რომელიც დარგის სპეციალისტებთან და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან ერთად შემუშავდა. კანონპროექტში გაწერილია სპეციალური ზომები და პარამეტრები, რომელიც განსაზღვრავს, რომელი კატეგორიის დანების რეალიზაცია დაექვემდებარება ლიცენზირებას.

 

კანონპროექტს შსს მთავრობის სხდომაზე სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში წარადგენს, რის შემდეგაც უკვე მისი ინიცირება პარლამენტში მოხდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი