logo_geo
ქეთი დუმბაძე: ფონდი „ქართუ“ ძალიან ეხმარება ქართულ კულტურას
- +

25 ოქტომბერი. 2018. 10:30

 

„ეს არის მისაბაძი, მისასალმებელი, ბატონ ბიძინას დიდი მადლობა ამისთვის. ბოლო წლებში იმდენი რამ დაბრუნდა, ფიროსმანის სურათი და საერთოდ, ფონდი  „ქართუ“ ძალიან ეხმარება კულტურას. ქველმოქმედება, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი ახორციელებს, ასეთ საქმეებზე უნდა იხარჯებოდეს“,  - განაცხადა თეიმურაზ მეფის პორტრეტის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით ქეთი დუმბაძემ.

 

„ძალიან გულაჩუყებული ვარ, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრს ვწუწუნებთ,  რომ აღარ გვახსოვს ჩვენი წარსული, ჩვენი ისტორია, რომ ჩვენმა შვილებმა რაღაც  არ იციან. ამ დროს ხდება ასეთი საოცარი ფაქტი - საუკუნეების წინ შესრულებული მეფე - პოეტის თეიმურაზის პორტრეტი ჩამოდის და ისეთი განცდა მაქვს, რომ ის დაბრუნდა”, - განაცხადა ქეთი დუმბაძემ.

 

მისი თქმით, ეს უნდა იყოს საწინდარი იმისა, რომ მისი ცხედარი დაბრუნდეს საქართველოში და სვეტიცხოველში ჰპოვოს სასუფეველი.

 

„ეს იქნება არაჩვეულებრივი ფაქტი და ამაზე უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები. თითქოს არ გვახსოვს და მაინც ცრემლების მომგვრელია. ჩვენი შვილები როცა ამას დაინახავენ, მათაც გაუჩნდებათ იგივე განცდა. საქართველოს კულტურას ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი ჰყავს დასაბრუნებელი”, - განაცხადა ქეთი დუმბაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი