logo_geo
თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილს: ადეიშვილმა დაღუპა შენი მთავრობა!
- +

26 ოქტომბერი. 2018. 19:19

 

 

უკრაინული ინტერნეტპორტალის zdes.com.u-ს მიერ გავრცელდა ფარული ვიდეოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია საუბრობენ.

 

თემურ ალასანია: უი, უი, უი…

მიხეილ სააკაშვილი: არა, არა. რამდენიმე თემა რაც ადეიშვილმა ამოწია თემური, ის იყო ყველაზე მეტი…

თემურ ალასანია: „ხარაშო“.

მიხეილ სააკაშვილი: რა ვქნა, ეგრეა და.

თემურ ალასანია: ნუ, თუ ეგრეა…

მიხეილ სააკაშვილი: „He is very smart”.

თემურ ალასანია: მე გეტყვი, რომ არის სოფლელი. პროვინციელი ყ…ე. მაგან დაღუპა შენი მთავრობა. ბერიებს და ყ…ებს რომ აძლევ ებრაელთან მისასვლელ უფლებებს.

მიხეილ სააკაშვილი: რა უფლებებს ვაძლევ საცოდავს?

თემურ ალასანია: არა ბიჭო… მშენებელი ეგ იყო, მთავარი მეღვინე ეგ იყო, გინეკოლოგი ქალაქის, პროქტოლოგი და ა.შ.

მიხეილ სააკაშვილი: ეგ შეცდომა იყო.

თემურ ალასანია: ჰა?

მიხეილ სააკაშვილი: შეცდომა იყო ეგრე.

თემურ ალასანია: ტიპი… მძღნერი. „პროსტა“ დაურეკო, მოეთრიე! გააანალიზე! გაეთრიე”…

 

ცნობისთვის, გუშინ ამავე უკრაინულ საიტზე სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას სკანდალური აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე.

 

 

 

 

big_banner
არქივი