logo_geo
ილია მეორე: ყველაფერი კარგად იქნება!
- +

28 ოქტომბერი. 2018. 10:28

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა.

 

უწმინდესი კრწანისის საარჩევნო ოლქის მეოთხე საარჩევნო უბანზე პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიოსთან ერთად იმყოფებოდა.

 

„ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. საქართველო ბედნიერი იქნება. დალოცვილი იყავით“, - განაცხადა პატრიარქმა.

 

უწმინდესი სამების ტაძარში წაბრძანდა, სადაც საკვირაო წირვას აღავლენს.

 

big_banner
არქივი