logo_geo
ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის 15.95 % შეადგინა
- +

28 ოქტომბერი. 2018. 13:24

 

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 12:00 საათისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 15.95 % შეადგინა, რაც ჯამში 558 755 ამომრჩეველია.

 

ცესკო-ს ინფორმაციით, აქტივობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამბროლაურის ოლქში 27,4 ფიქსირდება. ყველაზე დაბალი აქტივობა კი ყაზბეგში, სადაც საკუთარი პოზიცია 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა  მხოლოდ 12 %-მა დააფიქსირა.

 

საქართველოში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

 

 

big_banner
არქივი