logo_geo
თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა
- +

29 ოქტომბერი. 2018. 10:37

თბილისში, მდინარე მტკვარში ავტომობილი გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

 

ფაქტი პირველ არხს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილი ჯერ ჯებირს შეეჯახა, შემდეგ კი, მტკვარში გადავარდა. უწყების ცნობით, ავტომობილის მძღოლი ცოცხალია.

 

ადგილზე ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ, მობილიზებულია პოლიცია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი