logo_geo
ცესკო-ს მიერ დათვლილი უბნების თითქმის 100%-ის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა - 38,63%, გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 % მიიღო
- +

29 ოქტომბერი. 2018. 11:35

 

ცესკო-მ 3 705 საარჩევნო უბნიდან 3692 (+ 11 სპეცუბანი) დათვალა. ბოლო შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,63% (615 403 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ - 37,74 % (601 175 ხმა) მიიღო.

 

რაც შეეხება პრეზიდენტობის სხვა კანდიდატების შედეგებს, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, ამომრჩეველთა 10.97%-მა მხარი დავით ბაქრაძეს დაუჭირა, 3.76%-მა შალვა ნათელაშვილს; 2.26%-მა - დავით უსუფაშვილს; 2.26%-მა - ზურაბ ჯაფარიძეს და 1.33%-მა - კახა კუკავას.

 

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 28 ოქტომბრის 20:00 საათის მდგომარეობით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 1 637 956 ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 46,74 პროცენტია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 3 518 877-ს, რომელშიც ასევე შედიოდნენ საზღვარგარეთ არჩევნებისთვის რეგისტრირებული პირები, მათ შორის 14 795 საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზღვარგარეთ რეგისტრირებული მოქალაქე.

 

 

big_banner
არქივი