logo_geo
ბექა დავითულიანი: სხვა დროს გავაუმჯობესებთ კვლევებსაც და შეგრძნებებსაც
- +

29 ოქტომბერი. 2018. 15:29

 

 

„სხვა დროს გავაუმჯობესებთ კვლევებსაც და გავაუმჯობესებთ შეგრძნებებსაც“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბექა დავითულიანმა „ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების კომენტარისას განაცხადა.

 

„პარტიის გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ შორის ჩვენი ერთ-ერთი შეცდომა იყო ის, რომ დავეყრდენით მხოლოდ შიდა კვლევებს, სუბიექტური შეგრძნებებით. სხვა დროს გავაუმჯობესებთ კვლევებსაც და გავაუმჯობესებთ შეგრძნებებსაც.

 

მოდი, შევხედოთ რეალობას თვალებში – ამის შეგრძნებები, ხელისუფლების შიგნით, ყველას გარკვეულწილად ჰქონდა, რომ რაღაცებს სჭირდება ეფექტიანი და საფუძვლიანი ოპტიმიზაცია.

 

დღევანდელმა შედეგებმა და საზოგადოების პასუხმა დაგვანახა, რომ ეს არის სწრაფად გასაკეთებელი და გადადება, ყოველდღიურ ბიუროკრატიულობაში ჩართულობა ამ პროცესს შედეგიანად ვერ დაასრულებს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 

 

big_banner
არქივი