logo_geo
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი: საპატრიარქო კანაფის კულტივაციის თემაზე კონსულტაციებში მონაწილეობას არ აპირებს!
- +

30 ოქტომბერი. 2018. 12:25

 

„კანაფის კულტივაციის თემაზე კონსულტაციებში მონაწილეობას საპატრიარქო არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პატრიარქის მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.

 

მისივე თქმით, კანაფის კულტივაციის თემაზე ხელისუფლების მხრიდან საპატრიარქოსთან კონსულტაციები აღარ განახლებულა.

 

დეკანოზის განცხადებით, საპატრიარქომ თავიდანვე დააფიქსირა, რომ კანაფის კულტივაციის თემაზე კონსულტაციებს ხელისუფლებასთან არ გამართავდნენ და ისინი ამ პოზიციაზე რჩებიან. მამა მიქაელის განცხადებით, საპატრიარქოს წარმომადგენლების ჯგუფი პარლამენტთან მხოლოდ მარიხუანის რეგულაციების საკითხებზე იმუშავებს.

 

„ჩვენ ვრჩებით იმ პოზიციაზე, რომ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან საკითხი დახურულია. რაც შეეხება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით რეგულაციებს, ეს სფერო ისედაც რჩება ჩვენს ინტერესში და მას აუცილებლად მივადევნებთ თვალს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარება ნებადართულია და შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით ნაკლებად უნდა დაზიანდეს საზოგადოება“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი