logo_geo
წერეთელზე მე-14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა, რომელიც გადარჩა
- +

30 ოქტომბერი. 2018. 18:56

 

 

 

წერეთლის გამზირზე ერთ–ერთი კორპუსის მე–14 სართულიდან 25 წლის მამაკაცი გადმოვარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქირურგიის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს.

 

როგორც ცენტრში აცხადებენ, 25 წლის მამაკაცი უვნებელი გადარჩა. იგი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა.

 

„მამაკაცი აცხადებს, რომ მას ფანჯარასთან ფეხი დაუცდა და იგი ავტოფარეხში ჩავარდა, სადაც „პუფებზე“ დაეცა. პაციენტს სხეულის დაჟეჟილობა აღენიშნება. მას შესაბამისი გამოკვლევები უტარდება და რამდენიმე საათი დაკვირვების ქვეშ იქნება“, – აცხადებენ ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი