logo_geo
ია მეტრეველი: რას ვეუბნებით იმ დახვრეტილი ბიჭების სულებს, რომლებისთვისაც სამართალი ჯერ კიდევ არ დამდგარა?!
- +

31 ოქტომბერი. 2018. 14:38

 

 

მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ შეიქმნება საგანგებო შტაბი და დაიწყებენ ბრძოლას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

 

პრესკონფერენციას იური ვაზაგაშვილის და მანანა ვაზაგაშვილი, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილი, გია კრიალაშვილის და ლია კრიალაშვილი და ვახტანგ მაისაიას მეუღლე ელენე მაღრაძე ესწრებოდნენ.

 

პრესკონფერენციის მონაწილეებმა საზოგადოებას აქტიურობისკენ მოუწოდეს.

 

„გადავწყვიტეთ, საგანგებოდ შევკრებილიყავით მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მიერ სასტიკად განადგურებული ოჯახის წევრები. მინდა, მოგმართოთ იმ ადამიანებს, იმ კეთილგონიერ ხალხს, რომლებმაც 2012 წლის გამარჯვება მოვიტანეთ ჩვენი დიდი ბრძოლით, სისხლით და დღეს ვდგავართ რეალურად იმ საფრთხის წინაშე, რომ ჩვენს ქვეყანაში ბრუნდებიან ჯალათები, ბრუნდებიან სისხლიანი სააკაშვილი და მისი რეჟიმი.

 

დარწმუნებული ვარ, თქვენ უბრალოდ არ მოხვედით არჩევნებზე იმიტომ, რომ ხართ ნამდვილად სამართლიანად განაწყენებული. ხალხში არის ნიჰილიზმი, რამაც გამოიწვია ეს შედეგები, რომ მოაზროვნე ხალხის სამოცი პროცენტი არ მოვიდა არჩევნებზე.

 

მინდა, მოგმართოთ, ჩემო თანამებრძოლებო, მართლაც რამდენი ვიბრძოლეთ ერთად, გაგვიხსენოთ, შემოგვხედეთ ჩვენ და გაიხსენეთ ჩვენი ტრაგედიები – სულხან მოლაშვილი, რომელიც სიკვდილის ბოლო წუთამდე იბრძოდა. გაიხსენეთ იური ვაზაგაშვილი. ის ხომ ბრძოლაში მოკლეს და სასტიკად მოკლეს, შვილის საფლავზე დააკლეს. მინდა, გაგახსენოთ ირინა ენუქიძის შვილი. რას ვეუბნებით ენუქიძის სულს, სანდროს სულს, იმ დახვრეტილი ბიჭების სულებს, რომლებისთვისაც სამართალი ჯერ კიდევ არ დამდგარა?!“ – განაცხადა ია მეტრეველმა.

 

მისივე თქმით, ახლა სახელმწიფოს გადარჩენაზე ფიქრია საჭირო, რადგან ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე დგას.

 

 

big_banner
არქივი