logo_geo
საქართველო საბერძნეთის შემდეგ თავს ყველაზე კულტურულ ქვეყნად მიიჩნევს
- +

1 ნოემბერი. 2018. 03:18

 

 

Pew Research Centre-ი  კვლევის თანახმად, რომელიც 2015-2017 წლებში 34 ქვეყანაში ჩატარდა,  ევროპის მასშტაბით კულტურულად უფრო აღმატებულ ქვეყნად საკუთარი თავი მიაჩნიათ ბერძნებს (გამოკითხულთა 89%), ხოლო მას შემდეგ მოდის საქართველო, სადაც გამოკითხულთა 85% საკუთარ კულტურას სხვაზე უკეთესად მიიჩნევს.

 

კვლევაში ჩანს, რომ საშუალოდ, კულტურული აღმატებულობის გრძნობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უფრო მეტად აქვთ ვიდრე დასავლეთის მხარეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეზობელი სომხეთიც საკუთარ კულტურას სხვებზე აღმატებულად მიიჩნევს (84%).

 

 

 

Pew Research Centre-მა დღეს კვლევის სხვა შედეგებიც გამოქვეყნა, რომლის საშუალებითაც დადგინდა, რომ გამოკითხულ ქართველდა მხოლოდ 17% არის თანახმა ოჯახში მიიღოს მუსლიმი.

 

 

big_banner
არქივი