logo_geo
ვერის ბაღში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ აქცია გაიმართება
- +

1 ნოემბერი. 2018. 13:56

 

კვირას, 4 ნოემბერს, ვერის ბაღში იგეგმება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგო აქცია.

 

აქცია უკავშირდება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში, სალომე ზურაბიშვილთან ერთად, „ენმ“-ის კოალიციის („ძალა ერთობაშია“) კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის გასვლას.

 

მოძრაობის წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, აქციას შეუერთდნენ.

 

„სისხლში ჩახშობილი აქციები, მოკლული და გაუპატიურებული პატიმრები, ქუჩაში სადისტურად მოკლული ახალგაზრდები, ბიზნესისა და მედიის რეკეტი, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოკლული უდანაშაულო მოქალაქეები – სწორედ ასე დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლები, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა“, - წერია მოძრაობის განცხადებაში.

 

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შაკო კუჭაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, რომ ეს არის გამოსაფხიზლებელი აქცია.

 

„ჩვენი მიზანი წინა ხელისუფლების, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გამოხატული პროტესტია, ეს არის პროტესტი ხალხისა, რომელსაც არ უნდა სისტემის საზღვრების გაფართოება, პროტესტი ხალხისა ,რომელსაც არ უნდა რეჟიმის ქვეშ ცხოვრება!

 

ეს არის გამოსაფხიზლებელი აქცია, ახალგაზრდები ვირჩევთ ღირსეულ მომავალს და უარს ვეუბნებით წარსულში დაბრუნებას“, - განაცხადა შაკო კუჭაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი