logo_geo
მიკროსაფინანსოების მოგება წინა წელთან შედარებით შემცირდა
- +

1 ნოემბერი. 2018. 21:23

 

 

2018 წლის მესამე კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება II კვარტალთან შედარებით გაიზარდა, თუმცა წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით შემცირდა. მათმა მოგებამ 35.7 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8 მლნ ლარით ნაკლებია. ინფორმაციას Forbes-ის ქართული გამოცემა ავრცელებს.

 

II კვარტალთან შედარებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მოგება 18 მლნ ლარზე მეტადაა გაზრდილი.

 

გასულ წელს საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 44.5 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო. შედარებისთვის, 2016 წელს სექტორის წმინდა მოგება 151.8 მლნ ლარი იყო, 2015 წელს  124.2 მლნ ლარი, 2014-ში 79,8 მლნ ლარი,  2013 წელს 61.9 მლნ ლარი, ხოლო 2012 - 49.3 მლნ ლარი.

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მთლიანი აქტივები 1 649 011 285 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით,  178.5 მლნ ლარით გაზრდილი მაჩვენებელია.

 

ამ დროისთვის, საქართველოში 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა რეგისტრირებული.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი