logo_geo
ნათია გედენიძე: დიდი იმედი მაქვს საზოგადოების გამჭრიახობის, აღარ გვინდა ძალადობა
- +

2 ნოემბერი. 2018. 13:08

 

 

„როგორც დაზარალებულმა, როგორც დედამ, თავი მოვალედ ჩავთვალე, ჩემი ტკივილი შევახსენო საზოგადოებას, დიდი იმედი მაქვს საზოგადოების გამჭრიახობის, აღარ გვინდა ძალადობა“, – ამის შესახებ ფოტოგრაფმა ნათია გედენიძემ განაცხადა.

 

„მე უბრალოდ თავი მოვალედ ჩავთვალე, არამარტო დაზარალებულმა, როგორც დედამ, როგორც ქალმა, საზოგადოებას შევახსენო ჩემი ტკივილი, ჩემი ქეისი, რომელიც ჩვენს ოჯახში დატრიალდა. საზოგადოების გამჭრიახობის დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი სწორად განსაზღვრავენ, რა გველოდება, თუ ხელს შევუწყობთ, დაბრუნდეს ის რეჟიმი, იმ ფორმით, რა ფორმითაც, ცოტა ხნის წინ გავიდა ჩვენგან. ვერავის ვასწავლი ჭკუას. მინდა, რომ ჩაიხედონ არქივში, გაიხედონ მომავლისკენ და არ დაუბრუნდნენ ავბედით წარსულს. ყოველი მესამე ოჯახი იყო პრობაციონერის პატრონი, ყველა მესამე ოჯახმა მინიმუმ უნდა გაიხსენოს, რომ აღარ გვინდა ძალადობა, არ მივცეთ საშუალება, რომ ის რეჟიმი დაუბრუნდეს საზოგადოებას და იმავე მეთოდებით აწარმოონ ქვეყნის მართვა“, – განაცხადა ნათია გედენიძემ.

 

 

big_banner
არქივი