logo_geo
სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში დახმარება შეუნარჩუნდებათ
- +

2 ნოემბერი. 2018. 17:32

 

 

სოციალურად დაუცველ პირებს მუშაობის დაწყების შემთხვევაში, გარკვეული სახის დახმარება მაინც შეუნარჩუნდება. ამ თემაზე დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ისაუბრა.

 

როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას, დაიწყებდა მუშაობას და გაუჩნდებოდა შემოსავალი, ამას პროგრამა ავტომატურად აფიქსირებდა, რაც სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი ხდებოდა.

 

მინისტრის განმარტებით, უმოკლეს ვადაში შემუშავდება დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში კი არაფულადი პრივილეგიები, რომლითაც სოციალურად დაუცველები სარგებლობენ.

 

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც, თუკი ადამიანი დაიწყებს მუშაობას, მას ერთი წლის მანძილზე შეუნარჩუნდება მონეტარული სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში შეუნარჩუნებდა არამონეტარული პრივილეგიები, რაც აქვთ სოციალურად დაუცველებს. ეს არის სტიმული, რათა ხელი შევუწყოთ სოციალურად დაუცველებს, რათა ღირსეული შემოსავალი მიიღონ“, – განაცხადა მინისტრმა.

 

 

big_banner
არქივი