logo_geo
მოგზაურებისთვის ყველაზე პოპულარული 10 ადგილი საქართველოში
- +

3 ნოემბერი. 2018. 18:45

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ტურისტებთან ერთად, ტრანზიტს და სხვა კატეგორიებს მოიცავს, 2017 წლის სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე წლის სექტემბერში 5%-ით გაიზარდა და ჯამში 892 463 ვიზიტორი შეადგინა.

 

9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში, ტურისტების რაოდენობა 18%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით გაიზარდა, სულ 6.8 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა. აქედან ტურისტი 3.8 მილიონი იყო.

 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველაზე მეტი მოგზაური ქვეყნის დედაქალაქში, თბილისში ჩავიდა. სტუმრებს განსაკუთრებით იზიდავს ძველი თბილისი - ორიგინალური, ვიწრო ქუჩებით, ისტორიული ადგილებითა და ეკლესია-მონასტრებით.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, დედაქალაქის შემდეგ ყველაზე მეტი მოგზაური ბათუმს ეწვია. ტურისტებს განსაკუთრებით აინტერესებთ - კვარიათი, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხესიმაგრე და სხვა.

 

ათეულში ასევე შევიდა მარნეული. შეიძლება ითქვას აქ არის კულტურების კვეთა, სადაც განსხვავებული ეროვნების ადამიანები მეგობრულად ცხოვრობენ.

 

საქართველოს უძველეს დედაქალაქში, მცხეთაში დიდი რაოდენობით ტურისტი ჩავიდა. ტურისტებს ყველაზე მეტად ამ ქალაქის ისტორიული სიძველეები იზიდავს, როგორიცაა სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი, არმაზის ციხესიმაგრე, სამთავრო და სხვა.

 

პოპულარობით სარგებლობს ყაზბეგიც, აქ ტურისტებს განსაკუთრებით გერგეთის სამება აინტერესებთ.

 

სტუმრებისთვის საინტერესოა გუდაური. მიუხედავად იმისა, რომ გუდაური ზამთრის კურორტად ითვლება, ის მიმზიდველია ზაფხულშიც. იგი დამსვენებლებს სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს სთავაზობს.

 

ასევეა სიღნაღი, რომელიც უცხოელებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს.

 

ათეულში ასევე შევიდა რუსთავი, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს.

 

ათეულს ამთავრებს კახეთის ადმინისტრაციული ცენტრი თელავი. უგემრიელესი კერძები და ღვინო კახეთის სავიზიტო ბარათია და მაგნიტივით იზიდავს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სტუმრებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი