logo_geo
რა სახის განათებები მოეწყობა ქალაქში საახალწლოდ?
- +

4 ნოემბერი. 2018. 00:53

 

დედაქალაქის საახალწლო განათება-გაფორმება 2 მლნ ლარზე მეტი დაჯდება. თბილისის მერიის შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფმა” საახალწლო ილუმინაციების, განათებული კონსტრუქციებისა და აქსესუარების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა.

 

სატენდერო პირობების თანახმად, 5 ოქტომბერს დაიწყება და 8 ოქტომბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 123 000 ლარია.

 

სატენდერო დოკუმენტში აღნიშნულია, თუ რა სახის განათებები მოეწყობა ქალაქში საახალწლოდ. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, საახალწლოდ დედაქალაქს ახალი ილუმინაციები და აქსესუარი შეემატება. მათ შორის: 305 ცალი სხვადასხვა ფორმის 2D ანგელოზი, 8 ცალი - 3D ფარანი; 64 ცალი - 3D ანგელოზი; 1 ცალი - 3D ფაეტონი; 3 ცალი - 3D ხე; 5 ცალი - 3D ანგელოზი; 4 ცალი - გულის ფორმის 2D ბანერი; 120 ცალი სხვადასხვა ფორმის 2D ჩამოსაკიდებელი დეკორაცია; 30 ცალი - 2D ჩამოსაკიდებელი გული; 2 ცალი - 3D ჩრდილოეთის ირემი; 7 ცალი - 3D დასადგამი დეკორაცია; 1 ცალი - 3D ირემი.

 

დოკუმენტაციის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2018 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი