logo_geo
ია მეტრეველი: არ დაუშვებს ქვეყანა, რომ სისხლიან რეჟიმში დავბრუნდეთ!
- +

4 ნოემბერი. 2018. 14:13

 

 

„ეს არის საზოგადოებრივი შეკრება. საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ გავაგებინოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მათ დაბრუნებას“, - ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა, ვერის ბაღში განაცხადა, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ, განაცხადა, რომ

 

„ეს არის საზოგადოებრივი შეკრება. საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ გავაგებინოთ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს მათ დაბრუნებას. ვინაიდან დავდექით ისეთი სიტუაციის წინაშე, რომ შეიქმნა საფრთხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაბრუნდეს. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ხალხის დიდი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან განაწყენებული იყო ოცნებაზე, მაგრამ ახლა ყველა აცნობიერებს უკვე, რისი საშიშროებაა – იმ რეჟიმის დაბრუნების. ამას არ დაუშვებს ქვეყანა, რომ სისხლიან რეჟიმში უკან დავბრუნდეთ და ამიტომ, ჩვენ აქ ვიკრიბებით ამისთვის, რომ გაიღვიძოს ყველამ, იმ ადამიანებმა ვისაც დაეზარა, ვინც განაწყენებულია. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ყველამ გააცნობიერა და მეორე ტურში დიდი გამარჯვებით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

 

ვერის ბაღში საზოგადოების წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდს იხსენებენ. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ამ ძალას დაუბრუნდეს ქვეყნის მართვის სადავეები და გაიმეოროს იგივე, რაც საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას.

 

 

big_banner
არქივი