logo_geo
„მე წავედი ამ სახლიდან“ – რა წერილი დატოვა 11 წლის ელენემ გაუჩინარებამდე
- +

5 ნოემბერი. 2018. 18:32

 

„მე წავედი ამ სახლიდან“ – ეს სიტყვები 11 წლის ელენეს ეკუთვნის, რომელმაც სახლში წერილი დატოვა და გაუჩინარდა.

 

როგორც „კვირას” დაკარგული გოგონას ნათესავმა განუცხადა, ელენემ სახლი პროტესტის ნიშნად დატოვა.

 

„ოჯახში დაძაბული სიტუაცია ჰქონდათ. მამა ომის ვეტერანია და ფეხი აქვს მოკვეთილი, ელენემ ოჯახურ კონფლიქტს ვერ გაუძლო და პროტესტის ნიშნად წავიდა. არ ვიცით, სად არის. ის არავის გაუტაცებია, ის გაიქცა სახლიდან. დედამისი ამ წუთას პოლიციაშია. დილას ძმასთან ერთად სახლიდან გავიდა. ძმა ერთი წლით უფროსია. ის სკოლიდან გაიქცა, კლასში არ შესულა. ელენეს ძმა კი სკოლაში შევიდა. სად წავიდა, არ ვიცით, – აღნიშნა მოზარდის ნათესავმა.

 

შეგახსენებთ, რომ პოლიცია თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე  ელენე გ-ძეს ეძებს.

 

„დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ, გთხოვთ, დამიკავშირდეთ: 577337616. გთხოვთ, გაავრცელოთ!!!”

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი