logo_geo
საქართველოში დეკემბრის ბოლოდან გრიპის ვირუსის ცირკულაციაა მოსალოდნელი
- +

6 ნოემბერი. 2018. 11:52

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპის ვირუსის ცირკულაცია დეკემბრის ბოლოდან არის მოსალოდნელი. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, გრიპის ვირუსის პრევენციის მიზნით, საჭიროა ვაქცინაცია. მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე არც საქართველოში და არც ევროპაში გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს.

 

როგორც ხათუნა ზახაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ამ დროისთვის ცირკულირებს რინო-ვირუსები.

 

„მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ზედამხედველობა. ცირკულირებს სხვა რესპირაციული და რინო ვირუსები, რაც იწვევს გრიპისმაგვარ დაავადებას, სურდოს, ხველას, ყელის ტკივილსა და არც ისე მაღალ ტემპერატურას“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი